სემეკ-ში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე მსჯელობა ხმაურით მიმდინარეობს

სემეკ-ში თელასის სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჯარო სხდომას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და "მემარცხენე ალიანსის" წევრები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი ესწრებიან.

სხდომაზე სიტყვა მოითხოვა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ რომელიც დაინტერესდა, თუ სად წავიდა 800 მილიონი ლარი, რომელიც იყო მოსახლეობის დავალიანება და რომელიც კომპანიამ "ხალხიდან სისხლის და ცრემლის ფასად ამოიღო".

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, თუ ეს 800 მილიონი ლარი ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში შევა, მაშინ არა ტარიფის მატებაზე, არამედ კლებაზე უნდა იყოს საუბარი. მისივე თქმით, დღევანდელ სხდომას ესწრება 12-შვილიანი ოჯახი, რომელსაც ხანდაზმული დავალიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეზღუდული. გარდა ამისა, სხდომას ესწრება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ მას ჰყავს 92 წლის დედა, აქვს დავალიანება "თელასის" მიმართ და არ მიეწოდება ელექტროენერგია.

როგორც "ქართული დასის", ასევე "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლებმა მოუწოდეს სემეკ-ს მიიღოს დადგენილება, რომლის თანახმადაც მოხდება 2012 წლამდე არსებული ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა.

დღევანდელ სხდომას ესწრება ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ის სოფელ-სოფელ დადის, აგროვებს ცნობებს ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ხანდაზმული დავალიანებები და ასეთ საკითხს კომისია თითქმის ყველა საჯარო სხდომაზე განიხილავს.

როგორც სემეკი-ს თავმჯდომარე ირინა მილორავამ აღნიშნა, კომისიას არ აქვს უფლებამოსილება გამოსცეს დადგენილება ხანდაზმული დავალიენებების ჩამოწერასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ არის შეკითხვები "თელასის" ქმედებების მიმართ, ამ შემთხვევაში კომისია და ენერგოომბუდსმენი ჩაერთვება.

მისი თქმით, ხანდაზმული დავალიენებების შემთხვევაში კომისია საკითხებს ინდივიდუალურ რეჟიმში იხილავს. გარდა ამისა, "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი სექტემბრის მეორე ნახევარში გამოსვლების მოწყობას გეგმავს. მან მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა სემეკ-ს, რადგან მისი თქმით, დენის ტარიფის გაძვირების შემთხვევაში მოსახლოების ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია "თელასისთვის" სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე მსჯელობს. ამ წუთებში სხდომაზე სემეკ-ის წარმომადგენელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა