"თელასის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზამთარში გრაფიკი მოსალოდნელი არ არის

დღეს დადგენილი ტარიფი არის მინიმუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ზამთარი ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადავიტანოთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილემ, მიშა ანთაძემ განუცხადა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა, თუმცა სამომხმარებლო ტარიფში "თელასის" განაწილების წილი შემცირდა დაახლოებით 3 თეთრით, რაც, ანთაძის თქმით, კომპანიისთვის მძიმე იქნება.

"ჩვენ საბოლოო ანალიზი და შეფასება არ გაგვიკეთებია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ საბოლოო ტარიფები, მაგრამ შესყიდვის ტარიფის კომპონენტის შემოთავაზებული ვარიანტი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს არის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ზამთარი ნორმალურად გადავიტანოთ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება "თელასის" წილის შემცირებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კომპანიისთვის სერიოზული პრობლემაა. გავაანალიზებთ სიტუაციას, გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან და გამოვთქვამთ იმედს, რომ საბოლოო ჯამში იმ შედეგს მივიღებთ, რაც ჩვენთვისაც, კომისიისთვისაც და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღები იქნება", - განაცხადა მიშა ანთაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას გრაფიკი, "თელასის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გრაფიკს არ უნდა ველოდოთ.

მისივე თქმით, დენის ახალი ტარიფი გამოქვეყნებიდან ამოქმედდება და ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

კითხვაზე, კვლავ გეგმავს თუ არა კომპანია "თელასი" სატარიფო განაცხადით მიმართოს სემეკ-ს, მიშა ანთაძემ განმეორებითი მიმართვა არ გამორიცხა.

"თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ვალუტის კურსი შეიცვალა, შეიცვალა ხარჯების შემადგენელი ნაწილები, როგორც ეს აპრილსა და მაისში მოხდა, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა ანთაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი 9.480 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 12.461 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16.992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 17.698 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს