დედაქალაქისთვის დენის ახალი ტარიფი სემეკის დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში

დედაქალაქისთვის დენის ახალი ტარიფი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განუცხადა.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დადგენილება სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.

როგორც მილორავამ აღნიშნა, ტარიფის მატება იყო გარდაუვალი იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი გაეზარდა 5 თეთრზე მეტად, რაც კომპანიის ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო.

"სხვა შემთხვევაში კომპანია უბრალოდ ვერ შეძლებდა ელექტროენერგიის შესყიდვას", - განაცხადა მილორავამ.

რაც შეეხება სექტემბრის თვეს, კითხვაზე, რომელი ტარიფით მოხდება ამ თვეში ელექტროენერგიის საფასურის დათვლა, ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ სექტემბერი გაიყოფა პროპორციულად დღეების მიხედვით.

"ძველი ტარიფი რამდენ დღესაც იმოქმედებს, ძველი ტარიფით დაითვლება და ძალაში შესვლის შემდეგ იქნება ახალი ტარიფი. ოქტომბრის ქვითრებში უკვე შეცვლილი ციფრები იქნება", - აღნიშნა მილორავამ.

რაც შეეხება თავად "თელასის" უკმაყოფილებას, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფში არ არის გათვალისწინებული თანამშრომელთა ხელფასები, მილორავას თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია, როცა კომპანიას აქვს უფრო მეტი მოთხოვნა.

"კომისია იმისთვის არსებობს, რომ მან ხარჯების აუდიტი გააკეთოს. დეპარტამენტმა ხარჯების ანალიზი გააკეთა და ამ ხარჯებში მოხვდა ისეთი ხარჯები, რომლებიც ვერ აისახება ტარიფში. რაც შეეხება ხელფასთან დაკავშირებით ინციდენტს, რასაც სხდომაზე ჰქონდა ადგილი, ხელფასების ნაწილში ჩვენ გავითვალისწინეთ ფაქტიური სახელფასო ფონდი, რაც არის კომპანიის შიგნით. ასევე გავითვალისწინეთ მასტიმულირებელი ფონდი, ანუ საპრემიო ფონდი, რაღაც ნაწილი მართლა არ გავითვალისწინეთ, მაგრამ კომპანიას რჩება მოგება, საიდანაც მას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გასცეს თანამშრომლებზე ის თანხები, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. ამ ნაწილში კომისია კომპანიის საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - განაცხადა მილორავამ.

როგორც მილორავამ განმარტა, დღეს პრაქტიკულად კომისიის მიერ 6 ახალი ტარიფი იქნა დადგენილი.

მისი თქმით, კომისია ტარიფს ადგენს დღგ-ს გარეშე, მოსახლეობაზე საფეხურების მიხედვით დადგინდა შემდეგი ტარიფი.

მოსახლეობაზე საფეხურების მიხედვით დადგინდა შემდეგი ტარიფი - პირველი საფეხურის მომხმარებლებისთვის 12.980 თ/კვტსთ; მეორე საფეხურისთვის 16,992 თ/კვტსთ, ხოლო მესამე საფეხურისთვის 21.476 თ/კვტსთ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს