საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 8 თვეში 703 836-მა პენსიონერმა ისარგებლა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 2015 წლის 8 თვის მონაცემებით, 703 836-მა პენსიონერმა ისარგებლა, - ამის შესახებ საუბარია მთავრობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა.

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა. თუ 2010 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მიუწვდებოდა მოსახლეობის 29.5%-ს, 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი 99.9%-მდე გაიზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4%) მანამდე დაზღვეული არ ყოფილა.

გაიზარდა ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდილ მაჩვენებელს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას უკავშირდება. 2013 წელს 686 675-მა პენსიონერმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 2014 წელს - 697 240-მა და 2015 წელს (8 თვის მონაცემებით) - 703 836-მა პენსიონერმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2014 წელს, დაფიქსირდა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებით სარგებლობის ზრდა. კერძოდ, მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე 3.4 შეადგინა (2011 წელს - 2.1) და მსოფლიო ბანკის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდებულ ნიშნულს (3.0) აღემატა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 სულ მოსახლეზე 7.8-დან (2011) 11.4-მდე (2014) გაიზარდა.

ანგარიშში საუბარია ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ. ანგარიშის თანახმად, 2015 წლის აპრილიდან C ჰეპატიტის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მკურნალობის წინა სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო კვლევებით და C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი მედიკამენტებით (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი). მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სერვის ცენტრებში უკვე რეგისტრირებულია 8005 პაციენტი, მკურნალობას გადის 3040 პაციენტი. წლის ბოლომდე ნავარაუდევია სულ 5000 პაციენტის მკურნალობა. მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც დასრულდება 2015 წლის ბოლოს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე (2015 წლის 28 აპრილიდან აგვისტოს ბოლო) 3024 პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს. მონიტორინგის პირველადი მონაცამებით, პაციენტთა 80 %-მა C ჰეპატიტის ვირუსი დაამარცხა. უფრო კონკრეტულად, პირველი ეტაპის 21 პაციენტისთვის სამთვიანი კურსის გასვლის შემდგომ C ჰეპატიტის ვირუსი 19 პაციენტს სრულიად გაუქრა.

ამასთან, ანგარიშში საუბარია რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ. კერძოდ, 2014 წლის 1 სექტემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა რეცეპტების ინსტიტუტი და აიკრძალა მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ რეალიზაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რაციონალური ფარმაკოთერაპიის პროცესის დანერგვას და ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიასთან" ბრძოლას.

შემცირდა თვითმკურნალობის ფაქტები, რომელიც ხშირად მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი იყო.

ანგარიშში საუბარია სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვის გაუმჯობესების შესახებაც.

მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში აშენდა და აღიჭურვა 82 სოფლის ამბულატორია.

საზღვრისპირა რეგიონებში მიმდინარეობს კლინიკების მშენებლობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში დაიწყო 220 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფილ იქნება ყველა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურით, შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე სოფელ ტყვიავში კი მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა/მოწყობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. სამინისტრომ 180 ახალი, მაღალი/საშუალო გამავლობის სასწრაფო სამედიცინო ავტომობილი შეიძინა.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს 9 მაღალმთიან რაიონში განხორციელდა სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არსებული სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების შენარჩუნებასა და შეუფერხებელ მიწოდებას.

ანგარიში მოიცავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა საკითხებსაც.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის გაზრდილმა სახელმწიფო დაფინანსებამ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე გამარტივებულმა წვდომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის რიცხვის შემცირებაში. საქართველომ უკვე შეძლო ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზნის მიღწევა, რადგან 2013 წელს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 10.5, ხოლო ხუთ წლამადე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 12.0-ს შეადგენდა 1000 ცოცხალშობილზე.

2014 წლის აპრილში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის გაეროს სააგენტოთაშორისი მისიის (IGME) შეფასების საფუძველზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა სიკვდილიანობის ანგარიშში წელს პირველად გამოიყენეს საქართველოს რუტინული სტატისკური მონაცემები და საქართველო ამ მხრივ პოსტ-საბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყნაა.

განხორციელდა რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევა RAMOS-2014 (Reproductive Age Mortality Study). შეისწავლეს რეპროდუქციული ასაკის ქალთა 2012 წელს გარდაცვალების შემთხვევები. კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წლიდან 2012 წლამდე დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 44.4 შემთხვევიდან 26.7 შემთხვევამდე ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, რაც ნიშნავს დედათა სიკვდილიანობის 40%-ით შემცირებას.

2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის შემთხვევაში რკინის პრეპარატით.

მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაციის (დონეებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას, რომლის დანერგვაც ხელს შეუწყობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას.

ანგარიშის თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან, პნევმოკოკური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით, დაინერგა ახალი პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა.

2014 წლის 1 იანვრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების დროს გასაცემი თანხის ოდენობა 400 ლარით გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის მიზეზით შვებულება კი, 253 დღით, 477-დან 730 კალენდარულ დღემდე, გაიზარდა. მათგან, 126-ის ნაცვლად ანაზღაურება 183 დღეზე გაიცემა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, თანხას ქალი 140 დღის ნაცვლად 200 კალენდარულ დღეზე მიიღებს.

ანგარიში მოიცავს შრომის დაცვის შესახებ საკითხებს. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის"" ფარგლებში მომზადებული კადრებით დაკომპლექტდა და ამზადებს სრულ პროექტს ინსპექტირების სრულყოფილი მექანიზმის დანერგვისათვის.

პროგრამის ფარგლებში კონკურსის გზით შეირჩა, დასაქმდა და საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ 25 მონიტორი გადამზადდა. ჩამოყალიბდა მონიტორთა სარეზერვო სია 25 კანდიდატით.

2013 წლიდან კი შეიქმნა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალი www.worknet.gov.ge, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება