ლევან კობიაშვილი – ჩემთვის მტერი არ არსებობს, ყველა ქართული ფეხბურთის და საფეხბურთო ოჯახის წევრია

ეს არ არის მარტო ჩემი, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება, - ამის შესახებ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

კობიაშვილმა გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლაში ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა, რის გამოც თავდაპირველად სიტყვა შეწტვიტა.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. ჩემთვის მართლაც ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტო ჩემი, ეს არის ერთიანი ქართული ფეხბურთის გამარჯვება", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, მისთვის მტერი არ არსებობს, ყველა ქართული ფეხბურთის და საფეხბურთო ოჯახის წევრია.

"ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ფეხბურთი იმსახურებს უკეთეს ფეხბურთს. მინდა ვუთხრა სხვა კანდიდატებს, რომ ჩვენ არ ვართ ოპონენტები, ჩვენ ვართ მეგობრები", - განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილის თქმით, გეგმებსა და საკადრო გადაწყვეტილებებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი დღეს აირჩიეს. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის 33 დელეგატიდან მან 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ – 15.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა