უეფა-ს ვიცე პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა

უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი ლევან კობიაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც სურკისმა არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩვენ ყველანი გავხდით ღირსეული ბრძოლის მოწმე.

"მისი ცრემლებიც ჩემში პატივისცემას იმსახურებს. მინდა გამოვხატო ჩემი მისდამი პატივისცემა და მივულოცო ღირსეული გამარჯვება. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდი დღევანდელი მძიმე დღის მშვიდობიანად ჩატარებისთვის. ჩვენ ყველანი გავხდით ღირსეული ბრძოლის მოწმე", - განაცხადა სურკისმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელმა არჩევნებმა გამჭვირვალედ ჩაიარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი 3 ოქტომბერს აირჩიეს. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის 33 დელეგატიდან მან 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ – 15.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს