თბილისი ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატს უმასპინძლებს

12-15 ნოემბერს თბილისი მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატს უმასპინძლებს ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?". როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 25 ქვეყნის 60 გუნდი შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, ისრაელი, კანადა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ფინეთი, ყაზახეთი, შვეიცარია, ჩეხეთი.

საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით, ეს იქნება ყველაზე წარმომადგენლობითი და მასშტაბური ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

"აქამდე ჩატარებულ ფორუმებზე ჯერ არასოდეს ჩასულა ამდენი ქვეყნის გუნდი. საქართველო პირველად მასპინძლობს ასეთი დონის ინტელექტუალურ მოვლენას და გპირდებით, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის", - აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პირადად ქალაქის მერის, დავით ნარმანიას პატრონაჟით.

ჩემპიონატის გენერალური სპონსორია – "სოკარი" (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია). ჩემპიონატის ოფიციალური ღვინოა "შუმი".

ჩემპიონატის ოფიციალური ბრენდია "სარაჯიშვილი". ჩემპიონატის ოფიციალური წყალია "ბორჯომი".

ღონისძიების პარტნიორები არიან: თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი", კომპანია "Europe-Bet", კომპანია "Captain+"

მედია-მხარდამჭერები არიან: RTVI, "რუსთავი 2", საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", გაზეთი "ლელო".

მსოფლიო ჩემპიონატის თილისმის, - ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი "მოაზროვნე ბუს" ავტორია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ია მეტრეველი.

მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიმართება. გარდა ამისა, ჩემპიონატის მონაწილეები განთავსდებიან სასტუმროებში Iveria Inn Tbilisi და Hotel Old Tbilisi.

მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი 2002 წელს ბაქოში გაიმართა და მას შემდეგ აზერბაიჯანის, რუსეთის, ისრაელის, უკრაინისა და თურქეთის ქალაქები მასპინძლობდნენ. 2012 წლის შემოდგომაზე "რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს დედაქალაქს მიანიჭა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს ყველა უძლიერესი მოაზროვნე, მათ შორის: ალექსანდრ დრუზი, მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ბალაშ კასუმოვი, ილია ბერი, ელენა პოტანინა და სხვა. ჩემპიონატს დაესწრება "რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი - ანდრეი კოზლოვი.

საქართველოს ღირსებას ოთხი გუნდი დაიცავს: დავით რაფავას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა და ალექსანდრე თარხან-მოურავის ექვსეულები. რაფავას ექვსეული უკვე ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში - 2012 და 2014 წლებში, თუმცა პრიზიორებში მოხვედრა დღემდე რჩება ქართველი მოაზროვნეების ძირითად მიზნად.

"რა? სად? როდის?"-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია გახსნითი ტურნირი "მზის და ვარდების მხარეო" (შეკითხვების თემატიკა - საქართველო და თბილისი), რომელშიც მხოლოდ უცხოელი მოაზროვნეები მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, სტუმრები ძალას მოსინჯავენ ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშში "jeopardy!" და პოკერში.

გარდა ამისა, პროფესიონალთა თამაშების პარალელურად, ამავე თარიღებში თბილისი თამაშის "რა? სად? როდის?" მოყვარულთა მე-3 მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. სულ თბილისს 1000-ზე მეტი მოაზროვნე და თამაშის მოყვარული ეწვევა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს