პეტრო პოროშენკომ ავაკოვსა და სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს "სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს "სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა. შესაბამის შეფასებას პოროშენკო მის განცხადებაში აკეთებს, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"მე, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებების გარანტს, არ შემიძლია არ შევეხო იმ სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოზე მოხდა.

ეროვნულ საბჭოზე დაუშვებელია უხეში ლანძღვა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც რასისტული ქვეტექსტი აქვს, რომელიც ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება, მის უკრაინულ პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ვიღაცას მოუწოდებს "გაეთრიოს უკრაინიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

პოროშენკოს ცნობით, "რეფორმატორების საერთაშორისო გუნდი" უკრაინაში სწორედ მან მიიწვია და "არ ნანობს", რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"მეორე მხრივ, კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის. ვისურვებდი, რომ არც სახელმწიფო მოხელეები და არც სახალხო დეპუტატები მსგავს "სპექტაკლებში" არ მონაწილეობდნენ", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე დღის წინ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რა დროსაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა. მოგვიანებით, ორივე მათგანმა "ფეისბუქის" საშუალებით ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნება მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა