უკრაინის შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ის ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მისი და ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული.

კადრებში ჩანს, რომ კონფლიქტის დროს ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა.

ფეისბუქში" შს-ს მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომენტარსაც ეხმაურება, რომელიც დღეს, პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და რომელშიც პოროშენკომ ეროვნული საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას "სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ "რასისტული ქვეტექსტების" მქონე განცხადებების გაკეთება დაუშვებელია.

"პატივცემულო პრეზიდენტო, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებული ვარ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებით. ვის ადანაშაულებთ ქსენოფობიაში? სომეხს, რომელიც უკრაინაში 3 წლიდან ცხოვრობს?..

თქვენ მიმიწვიეთ ოფისში რეფორმებზე სასაუბროდ და სიტყვის თქმის უფლება არ მომცეს. ორჯერ მოგმართეთ, თუმცა არ გამომივიდა - როგორც ჩანს, ეს იყო თეატრი მხოლოდ სააკაშვილისთვის. მაგრამ ცხელსისხლიანი კავკასიელი მარტო ის არ არის. მართლა ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", - წერს ავაკოვი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ავაკოვი უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს დავით საყვარელიძესაც მიმართავს, რომელმაც გუშინ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. უკრაინის შს მინისტრი მოუწოდებს საყვარელიძეს, დაანახოს მას "ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი ერთი საქმე მაინც".

იხილეთ ვიდეო: როგორ ესროლა ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა - პირველი კადრები სკანდალური მთავრობის სხდომიდან

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს