პროკურორის განცხადებით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი ექსპერტიზის დასკვნით კუსტარულად არის დამზადებული.

როგორც მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას განაცხადა, იარაღი საქართველოშია მოპოვებული და ბრალდებულებს ის საზღვარზე არ შემოუტანიათ.

"იარაღი საქართველოშია მოპოვებული, ექსპერტიზის დასკვნით ის არის კუსტარულად დამზადებული. ლულა, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა კუსტარულად არის დამონტაჟებული იარაღზე. საქმეში არსებული მტკიცებებითაც დადგინდა, რომ მაყუჩი, რომელიც იარაღზე იყო დამონტაჟებული, ასევე კუსტარული წესით არის დამზადებული. იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო, თუმცა ლულის შეცვლით და შესაბამისი ჩარევით, მისი ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთება მოხდა", - აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოზე, ბრალდებული პირების მიერ ნაქირავებ ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოღებულია შესაბამისი ხელსაწყოები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ამ იარაღის გადაკეთებისთვის.

მისივე ცნობით, საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინტერპოლთან, უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან მუშაობს. "გვაქვს იმედი, რომ ისინი დაისჯებიან და პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობით ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - დასძინა ვასაძემ.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს