ადვოკატი - ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება გაიგოს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება გაიგოს, თუ ვინ იყო ოჯახის მტერი და ვინ შეუკვეთა ხარძიანის მკვლელობა. ამის შესახებ ხარძიანების ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"აღნიშნული პირები წარსდგებიან გამოძიების წინაშე. დანაშაულის ჩამდენები, რა თქმა უნდა, არ დადიოდნენ და არ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ ისინი ხარძიანის მოსაკლავად გამოგზავნეს. გამოგზავნეს და ხელშეწყობას ითხოვდნენ. ისინი კონსპირაციულად და მოხერხებულად მოსახლეობასთან შერწყმულად ცხოვრობდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში, რათა წარმატებით შეესრულებინათ ის, რაც შეასრულეს. აქედან გამომდინარე, მოტივს და დამკვეთებს გამოძიება გამოიკვლევს. ამით საქმე არ დასრულებულა", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ვერსიებზე მუშაობს ამჟამად გამოძიება და ფიგურირებს თუ არა საქმეში კვლავ გია უდესიანის გვარი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურა აბსოლუტურად ყველა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ის ვერ დააკონკრეტებს.

კითხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია, თუ სად იმყოფებიან ბესიკ ხარძიანის მკვლელები და მიმდინარეობს დაკავების ოპერაცია, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცველები ყველა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებთან თანამშრომლობენ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა არსებობდეს ვერსია ისმის შესახებ, რომ მკვლელებს ჰყავდათ საქართველოში თანამზრახველები, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

"გამორიცხვა იმისა, რომ მათ ჰყავდათ თანამზრახველები, არ შეიძლება. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს ის, რომ მარშრუტით, რომელიც გამოქვეყნდა, კარგად ჩანს, რომ მათ კარგად იცოდნენ ხარძიანის პიროვნება. მისი სოციალური კავშირები და ასევე იარაღის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ დაასრულეს "წარმატებით", ის რაც დაასრულეს", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ადვოკატის თქმით, ოჯახს ჰქონდა თმენის ვალდებულება, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო ის, რაც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა. ოჯახი კმაყოფილია, თუმცა ადვოკატის თქმით, მათ ხარძიანების ოჯახს აინტერესებს, თუ ვინ იყო მათი ოჯახის მტერი და ვინ დაუკვეთა ხარძიანის მკვლელობა.

პროკურატურამ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულები გუშინ დაასახელა. საერთაშორისო ძებნა უცხოეთის ორ მოქალაქეზე მიმდინარეობს.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
ინოვაციური მომსახურება სამშენებლო სფეროში
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია და გადარჩენა არ მოხდება!" (R)
თომა ხაბეიშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც  გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!" (R)
არჩილ ბენიძე - "ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს!" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)
ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის