ე.წ. კორტების საქმის პროკურორი დაცვის მხარეს საქმის განხილვის შეგნებულად გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ე.წ. კორტების საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი დაცვის მხარეს საქმის განხილვის შეგნებულად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

როგორც სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესის გადადების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, სხდომის გადადების მოტივად ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ავადმყოფობა დასახელდა, თუმცა ამირან გულუაშვილის თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს არ გააჩნია.

"სასამართლომ გადადო პროცესი იმ მოტივით, რომ არ გამოცხადდნენ ბრალდებულები გიორგი ცააძე და ლევან ბეროძე, ასევე ფირცხალავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. ადვოკატმა მიმართა განცხადებით სასამართლოს, მისი გამოუცხადებლობის მიზეზად კი დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, რომ ველიჯანაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია. ამის შესახებ ბრალდების მხარის ინფორმირება არ მომხდარა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები მიზნად ემსახურება, რომ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო განხილვის გაჭიანურებას", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი გადადო.

შემდეგი ხსდომა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში 12 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს