გიორგი ცააძის და მისი ძმის მიერ იური ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებლებისთვის დნმ-ის ანალიზის აღებაზე უარი თქმის მიზეზს განმარტავს

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს არ განუმარტეს, რისთვის სჭირდებოდათ მათი დნმ-ის ნიმუშები - სწორედ ამ მოტივით განაცხადეს მათ უარი ანალიზის აღებაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განუცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულებს მხოლოდ ის უთხეს, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე სჭირდებოდათ მათი დნმ, თუმცა გამომძიებლებს დეტალები არ განუმარტავთ.

ამასთან, ირინა ცააძის თქმით, ფირცხალავა და გიორგი ცააძე ოფიციალურ განჩინებას ითხოვენ და ამის შემდეგ აიღებენ ნიმუშს.

"ირაკლი ფირცხალავა ამ საქმეზე მოწმის სახით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაკითხეს. გიორგი ცააძის დაკითხვა კი, ახლა მოხდა. ერთი წელი არაფერი გაუკეთებიათ და ახლა მოითხოვეს მათი დნმ. ჩვენ ამას ზეწოლას ვუკავშირებთ. ფირცხალავა და ცააძე ითხოვენ ოფიციალურ განჩინებას დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც ამ საგამოძიებო მოქმედებას დასთანხმდებიან", - განაცხადა ირინა ცააძემ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მათთან გამომძიებლები რამდენიმე დღის წინ სწორედ დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით იმყოფებოდნენ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ უარის თქმის მოტივზე ვრცლად ისაუბრებს.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი, განაცხადა, რომ პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სხვა პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის დადგენის მიზნით აგრძელებს გამოძიებას.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო