მანანა ვაზაგაშვილი  - 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იურის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან

90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის მხრიდან დნმ-ის ნიმუშების აღებაზე უარი, მოწმობს, რომ ისინი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დანაშაულთან კავშირში არიან.

"იური ვაზაგაშვილის მკვლელობის პირველივე დღეს ვამბობდი, რომ ეჭვი ფირცხალავასა და ცააძეზე მაქვს. 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეა. 9 წლის განმავლობაში, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, იური სულ ფირცხალავას და ცააძეს ასახელებდა. ყველა სტატიასა და ინტერვიუში მათ დანაშაულზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ კორტებთან სპეცოპერაცია ფირცხალავამ დაგეგმა და საკონტროლო გასროლა ცააძემ განახორციელა. ეს ზურას საქმეზე, მოწმეებმაც დაადასტურეს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მათთან გამომძიებლები რამდენიმე დღის წინ სწორედ დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით იმყოფებოდნენ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ უარის თქმის მოტივზე ვრცლად ისაუბრებს.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი, განაცხადა, რომ პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სხვა პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის დადგენის მიზნით აგრძელებს გამოძიებას.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა