მაია ნიკოლაიშვილი ბიძინა კუჭავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დაესწრება

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ხვალ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ბიძინა კუჭავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დაესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკოლაიშვილმა განუცხადა, მოხდება კუჭავას ფეხზე არსებული ჭრილობიდან აღებული პრეპარატების მიკროსკოპული დათვალიერება, რომელმაც უნდა დაადგინოს, კუჭავას ეს ჭრილობა პროკურორ ქირიას მკვლელობის ღამეს ჰქონდა მიღებული მანამდე, თუ მას შემდეგ.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში იგი მიიღებს მონაწილეობას ბიძინა კუჭავას კანისა და პაატა ქირიას ძვლის პრეპარატების ექსპერტიზაში.

მაია ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ დადებულა დასკვნები თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ს ნიმუშების თაობაზე.

მაია ნიკოლაიშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ხვალ, დღის პირველ ნახევარში მივა.

პარალელურად, კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ხვალ ელოდება ქალაქის პროკურატურიდან პასუხს საქმის მასალების გადაცემის თაობაზე.

დამოუკიდებელი ექსპერტი "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით და პროკურატურის ნებართვით ჩაერთო ექსპერტიზებში.

პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება.

შსს-ს ცნობით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. 16 იანვარს კი, იგი ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს.

შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს