მაია ნიკოლაიშვილი ბიძინა კუჭავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დაესწრება

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი დღეს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ბიძინა კუჭავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დაესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკოლაიშვილმა განუცხადა, მოხდება კუჭავას ფეხზე არსებული ჭრილობიდან აღებული პრეპარატების მიკროსკოპული დათვალიერება, რომელმაც უნდა დაადგინოს, კუჭავას ეს ჭრილობა პროკურორ ქირიას მკვლელობის ღამეს ჰქონდა მიღებული, მანამდე, თუ მას შემდეგ.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში იგი მიიღებს მონაწილეობას ბიძინა კუჭავას კანისა და პაატა ქირიას ძვლის პრეპარატების ექსპერტიზაში.

მაია ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ დადებულა დასკვნები თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ს ნიმუშების თაობაზე.

მაია ნიკოლაიშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დღეს, დღის პირველ ნახევარში მივა.

პარალელურად, კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დღეს ელოდება ქალაქის პროკურატურიდან პასუხს საქმის მასალების გადაცემის თაობაზე.

დამოუკიდებელი ექსპერტი "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით და პროკურატურის ნებართვით ჩაერთო ექსპერტიზებში.

პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება.

შსს-ს ცნობით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. 16 იანვარს კი, იგი ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს.

შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე