ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 მარტს, მარი ბურდულის დასახმარებლად, ილიაუნისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა "VITAMIN მხატვრები სიცოცხლისთვის" გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გამოფენა-გაყიდვით მიღებული თანხა მარი ბურდულის დასახმარებლად გადაირიცხება.
მარი ბურდული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის 32 წლის არის და 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედაა. მარის ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა დაუდგინდა, რაც სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტებით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"