ჟურნალ Online თაობის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ჟურნალ Online თაობის მორიგი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან აცნობეს, ჟურნალს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია "დროს" (ხელმძღვანელი თინათინ გაბუნია) ბეჭდური/ Online ჟურნალისტიკის წრის წევრები გამოსცემენ.

მათივე ინფორმაციით, ნორჩმა ჟურნალისტებმა, ჟურნალის კორესპონდენტებმა ისაუბრეს, თუ როგორ ქმნიდნენ ჟურნალს, როგორ არჩევდნენ თემატიკას, რესპონდენტებთან ურთიერთობის საინტერესო ასპექტებზე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა პედაგოგებს, მოსწავლეებს მიულოცა ჟურნალის პრეზენტაცია, აღნიშნა, რომ ეს მედიასივრცეში ამგვარი ჟურნალის, რომელსაც თვითონ მოზარდები ქმნიან თანატოლებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, გამოცემის პირველი და წარმატებული მცდელობაა, მომავალში ჟურნალს მეტი ტირაჟი და მეტი მკითხველი უსურვა და სასახლის სახელით, თანადგომას დაჰპირდა. საღამო მიჰყავდათ სასახლის აღსაზრდელებს ელენე ტუშურსა და გიორგი ავალიშვილს.

Online თაობის არის გამორჩეული ჟურნალი მოზარდებისთვის, რომელიც თვითონ მოზარდებმა შექმნეს და საზოგადოების ყურადღება მათი თაობისთვის აქტუალურ პრობლემებს მიაპყრეს. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია მედიასტუდია "დროს" ხელმძღვანელი თინათინ გაბუნია. ჟურნალის მთავარი რედაქტორია თამარ ნინიკაშვილი. ჟურნალი თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილია სხვადასხვა საინტერესო რუბრიკები. მკითხველი გაეცნობა ინტერვიუს რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან, მსახიობ ეკა ჩხეიძესთან, პუბლიკაციებს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სასახლის სტუდია "პიონერფილმისა" და მედიასტუდია "დროს" აღსაზრდელების მონაწილეობაზე ავსტრიაში ორგანიზებულ პროექტში KIDS MEDIA HOUSE, სასახლის ბიბლიოთეკის "მკითხველთა კლუბში" ჩატარებულ ახალი წიგნების მიმოხილვაზე, ქუჩის მუსიკოსებზე, ველოსიპედზე და ა.შ. ნომრის სტუმარია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, გამოქვეყნებულია არქივში შემონახული ინტერვიუ ანა კალანდაძესთან, ინტერვიუ ჟურნალისტ ნუგზარ ფოფხაძესთან და სხვა.

InterPressNews.Ge

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება