ზვიად კვაჭანტირაძე - "ნაციონალების" ავანტურა, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის სახელით დაეშანტაჟებინათ ქართველი ამომრჩეველი, ჩავარდა

ჟოზეფ დოლის ვიზიტის შედეგების მიხედვით აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ავანტურა - ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე შეეყვანათ შეცდომაში და მისი სახელით დაეშანტაჟებინათ ქართველი ამომრჩეველი, ჩავარდა, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.

როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, "დღევანდელ ოფიციალურ შეხვედრებზე დოლმა აღარ გაიმეორა ის კონკრეტული ფორმულირება, რაც მანამდე წაიკითხა "რუსთავი 2 ის ეთერში.

"ჟოზეფ დოლის თბილისში ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრების შედეგების მიხედვით აშკარაა, რომ "ნაციონალების" მიერ დაგეგმილი ავანტურა, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე შეეყვანათ შეცდომაში და მისი სახელით დაეშანტაჟებინათ ქართველი ამომრჩეველი - ჩავარდა! ეს "ნაცების" მიერ გაკეთებულ პირველივე კომენტარებში აშკარა გახდა და დღეს უკვე ოფიციალურ შეხვედრებზე სტუმარმა აღარ გაიმეორა ის კონკრეტული ფორმულირება, რაც მან ადრე წაიკითხა "რუსთავი 2"-ის ეთერში და რაც ჩვენ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც კი უმკაცრესად გავაპროტესტეთ. ხაზგასმით უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს (და არა მხოლოდ "ნაცმოს") ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპის სახალხო პარტიაში, ისევე, როგორც ამ ოჯახის წევრ სხვა პარტიებში და მათ შორის არიან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები და ევროდეპუტატები. ისინი აღნიშნავენ ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ევროინტეგრაციულ პროცესებში და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის უახლოეს მომავალში დაწესებას",- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კვაჭანტირაძე მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ავანტურისტული მიზნების მისაღწევად აღარ გამოიყენონ ევროპის სახალხო პარტიის დამსახურებულად მაღალი ავტორიტეტი და მისი წარმომადგენლების ნდობა.

"მოვუწოდებ რეაქციონერებს "ნაციონალური მოძრაობიდან," მომავალში აღარასოდეს იკადრონ და ბოროტად აღარ გამოიყენონ ევროპის სახალხო პარტიის დამსახურებულად მაღალი ავტორიტეტი და მისი წარმომადგენლების ნდობა საკუთარი ავანტურისტული მიზნების მისაღწევად. ყველამ კარგად დაინახა, რომ ისევ თავი შეირცხვინეთ ჩვენი ევროპელი კოლეგების წინაშე, თორემ ქვეყნის შიგნით საკუთარ ავტორიტეტზე ისედაც კარგად უწყით", - ნათქვამია კვაჭანტირაძის განცხადებაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით