სვეტიცხოვლიდან დღეს მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადაბრძანდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობს, ჯვრებს სვეტიცხოვლიდან სამი მიმართულებით სასულიერო პირები და მრევლი მსვლელობით გადააბრძანებენ. ამ მიზნით პატრიარქმა ჯვრები სვეტიცხოველში ჯერ კიდევ ხარების დღესაწაულზე აკურთხა.
ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ არის დაწესებული და უძველესი დღესასწაულია. სამი ჯვარი სვეტიცხოვლიდან მიემერთება სამი მიმართულებით, მაშინდელი ზეციური სასწაულის მიხედვით, ესენია მცხეთის ჯვარი, თხოთისა და უჯარმის ტაძრები.
წინა წელს აღნიშნულ ტაძრებში სვეტიცხოვლიდან გადაბრძანებული ჯვრები კი გადაბრძანდება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში, ძირითადად სასაზღვრო რაიონებში.
ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა. საეკლესიო გადმოცემით, ხარება დღეს წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე - თხოთის მთაზე და მესამე - უჯარმაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"