საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს,
ელჩმა ცესკო-ს თავმჯდომარეს გადასცა თხოვნა 22 ბრიტანელი დამკვირვებლის რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც საქართველოს სხვადასვა რეგიონებს დაფარავენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრიტანეთი OSCE/ODIHR მისიის ფარგლებში 35 მოკლევადიან დამკვირვებელს მოავლენს. ორი გრძელვადიანი დამკვირვებელი კი უკვე საქართველოში იმყოფება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს.
"21 მაისის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთს საშუალება აქვს, საქართველოში ამდენი დამკვირვებელი მოავლინოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოსა და პროგრესისადმი დემოკრატიის გზაზე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დენის კიფიმ.