ახალციხეში საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებდან 153 წლის იუბილე აღინიშნება

ქალაქ ახალციხეში 29 მაისს საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებდან 153 წლის იუბილე აღინიშნება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ქალაქ ახალციხისმუნიციპალიტეტის მერიადან აცნობეს. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მიღება 14:00 საათზე ახალციხის სინაგოგაში, გურამიშვილის №90–ში გაიმართება. სინაგოგაში ჩატარდება ლოცვაც.

”იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრა 15:00 საათზე „ახალციხის ციხეზე“ გაგრძელდება, სადაც მოწვეულ სტუმრებს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე მიესალმება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალციხის ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხიფრთოსანი“. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის ნახატებისა და ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშვრების გამოფენა”, - აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო დახვედრის შემდეგ სტუმრები „ახალციხის ციხის“ კომპლექსს და ისტორიულ მუზეუმს დაათვალიერებენ. 18:00 საათზე კი მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართულ–ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია