დიღომში „ოლიმპიური აუზის“ 2016 წლის სეზონის გახსნა გაიმართება

დიღომში, დღეს „ოლიმპიური აუზის“ 2016 წლის სეზონის გახსნა და საზეიმო საღამო გაიმართება. როგორც ”ინტეპრესნიუსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, „ოლიმპიური აუზი“ ვიზიტორების მისაღებად მზადაა.

უწყების ინფორმაციით, აუზი 2015 წელს თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა, შესაბამისად, ის აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურეობას სთავაზობს, როგორც სპორტული ტურნირების ორგანიზების, ასევე დამსვენებელთა მიღების კუთხით.

”2015 წელს აუზზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ცურვის ტურნირი ჩატარდა, ამიერიდან კი აუზი სპორტსმენებთან ერთად ვიზიტორებსაც უმასპინძლებს. საცურაო კომპლექსი აერთიანებს ორ ღია აუზს და ერთ დახურულ „საჭყუმპალაოს" ბავშვებისათვის. აუზში წყლის ტემპერატურა სტაბილურად 28 გრადუსია. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე და ღია ბარი. კომპლექსს აქვს რესურსი ერთდროულად უმასპინძლოს 400-მდე დამსვენებელს. "ოლიმპიური აუზი" მზად არის ვიზიტორების მისაღებად, სეზონი ოფიციალურად დღეს იხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

InterPressNews.Ge

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს