რუსულმა კომპანია „კალაშნიკოვმა“ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აღადგინა

რუსულმა კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აღადგინა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კონცერნის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმერ დმიტრიევმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „კალაშნიკოვმა“ თბილისში მდებარე მაღაზია „კალიბრში“ ე.წ. „ბრენდ-ზონა“ გახსნა, რომელიც პირველია რუსეთის საზღვრებს გარეთ.

„კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდების მოცულობის გაზრდას გეგმავს.

„2016 წელს „კალაშნიკოვის“ კონცერნმა წარმატებულად აღადგინა საქართველოსთვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი პროდუქციის მიწოდება, სადაც 2006 წლიდან, ჩვენი იარაღი ფაქტობრივად წარმოდგენილი არ იყო. უახლოესი 5 წლის განმავლობაში კონცერნი გეგმავს ამ ქვეყანაში სამოქალაქო იარაღის მიწოდების მოცულობის გაზდას, ამიტომ საფირმო „ბრენდ-ზონის“ გახსნა დადებითად აიახება გაყიდვების მოცულობაზე“, - განაცხადა ვლადიმერ დმიტრიევმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია