მოქალაქეებს, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ვადა გასდის, უფასო ID ბარათების აღება შეეძლებათ

მოქალაქეებს, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ვადა გასდის, უფასო ID ბარათების აღება შეეძლებათ.

ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქცია დღეს იწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აქცია ასევე შეეხება მათ, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე უსრულდება 18 წელი.

„26 მაისიდან 26 ივლისამდე მიმდინარეობდა უფასო ID ბარათების გაცემა, რომლის ფარგლებშიც 200 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მორიგ აქციას, რომელშიც მონაწილეობა შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე შეუსრულდება 18 წელი; ასევე მათ, ვისაც 2016 წლის არჩევნებამდე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე ვადა გასდით. შესაბამისად, უკვე მინდა მოვუწოდო ამ მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს და ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებს, სადაც ყოველგვარი საფასურის გარეშე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ID ბარათი“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება