Associated Press-ის ინფორმაციით, ლას ვეგასში მოკლული ალექსანდრე ხუციშვილი შევარდნაძის დაცვის წევრი იყო

ლას ვეგასში მოკლული ქართველი საქართველოში სამხედრო მოსამსახურე იყო, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილი გასულ კვირას ლას ვეგასში, „სტარბაქსის“ კაფეში მოკლეს.

როგორც Associated Press-ს მოკლულის მეგობარმა აცნობა, 41 წლის ხუციშვილი საქართველოში ცხოვრების პერიოდში ედუარდ შევარდნაძის პირად დაცვაში მსახურობდა.

სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთჯერ გასამართლებული 34 წლის პედრო ხოსე გარსიაა, რომელის ამ დროისთვის დაკავებულია. მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი.

Associated Press-ი წერს, რომ ტრაგიკული შემთხვევა გასულ კვირას, დილის საათებში მოხდა, როდესაც „სტარბაქსის“ კაფეში შესულ გარსიას, პერსონალმა მომსახურებაზე უარი უთხრა, რადგან საკრედიტო ბარათზე თანხა არ ჰქონდა. კაფეში მომხდარი კონფლიქტის დროს გარსიამ ცეცხლსასროლი იარაღით ხუციშვილს სასიკვდილო ჭრილობა მკერდის არეში მიაყენა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული, ის სამი შვილის მამაა.

ხუციშვილი აშშ-ში 1992 წელს გაემგზავრა საცხოვრებლად, 2004 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. ლას ვეგასში გადასვლამდე ის სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობდა.

ლას-ვეგასში ქართველი მოკლეს - ალექსანდრე ხუციშვილი შევარდნაძის დაცვის წევრი იყო

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება