ბათუმის მერიის პროექტის „სოციალური საცხოვრისის“ მშენებლობის ფარგლებში დასაქმებული მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

ბათუმის მერიის პროექტის „სოციალური საცხოვრისის“ მშენებლობის ფარგლებში დასაქმებული მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვერტ ჯორჯიას“ წარმომადგენლები მშენებლობაზე დასაქმებულებთან კონტაქტზე არ გადიან, რადგან სავარაუდოდ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

მუშების განცხადებით, ოთხი ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად, სადაც 80 ბინა უნდა განთავსებულიყო, ბათუმის მერიამ 2 მილიონამდე ლარი გადაუხადა კომპანია „კონვერტ ჯორჯიას“. კორპუსები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მხოლოდ ორი სახლის საძირკველია ჩაყრილი, ხოლო ორი კორპუსის საძირკველზე მუშაობა ჯერაც არ დაწყებულა.

სამუშაობის მწარმოებელი ბეჟან გუნდაძე კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს და ბათუმის მერიას საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართავს.

„მხოლოდ მუშების ხელფასები არის 17 700 ლარი, გარდა ამისა დაცვის სამსახურის ანაზღაურება, ბეტონის და სამშენებლო მასალების თანხაა გასაცემი, რაც საერთო ჯამში 110 000 ლარამდეა. მოგვხედოს ვინმემ, საკუთარ ნაოფლარს ვერ ღებულობენ მუშები“, - აღნიშნა ბეჟან გუნდაძემ.

ობიექტის ზედამხედველი ჯემალ პაქსაძე კი შვიდი თვის ანაზღაურებას ითხოვს.

„7 თვის ხელფასი გვაქვს ასაღები, მხოლოდ 2 თვისა და 15 დღის ავიღე. არ მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ მე მაინც უნდა მოვსულიყავი, რომ ობიექტისთვის მეპატრონა და მიმეხედა. ვითხოვ, დროულ რეაგირებას“, - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება