შორენა მირცხულავა ლელა ებრალიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი შორენა მირცხულავა გუშინ, ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ”რესპუბლიკური პარტიის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლელა ებრალიძის ბრალდებებს ეხმაურება და მას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც მირცხულავა განმარტავს, ინციდენტი თავად ებრალიძის მიერ იყო მოწყობილი, რა დროსაც მის პროვოცირებას ცდილობდა. შორენა მირცხულავა ამბობს, რომ მასსა და ლელა ებრალიძეს შორის არსებობს პირადი დავა, რომელიც 1999 წლიდან იწყება და ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

”გუშინ, მანქანა მაღაზიასთან გავაჩერე. ლელა ებრალიძე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა. როცა დამინახა, ატეხა ყვირილი, ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი ლანძღვა, რის გამოც მანქანიდან გადმოსვლა და მაღაზიაში შესვლა გადავიფიქრე. მინდოდა გზის გაგრძელება. ის არ გაჩერდა, დაიწყო ყვირილი, მეძახდა საშინელ სიტყვებს, ამოიღო ტელეფონი და იღებდა. მოვიდა მანქანის ფანჯარასთან და იგივეს იმეორებდა, ანუ ცდილობდა ჩემს პროვოცირებას, რათა მდგომარეობიდან გამოვეყვანე. ერთადერთი, რაც მე გავაკეთე, იყო ის, რომ ტელეფონი წავართვი, მივედი პოლიციაში, მივიტანე ტელეფონი, როგორც მტკიცებულება და ჩავაბარე განცხადებით. ლელა ებრალიძე თვითონ წამოკოტრიალდა და ყვიროდა ”წავიქეციო”. მერე ადგა და მაღაზიაში შევიდა, სადაც ტელეფონი მოითხოვა, რომ სასწრაფოში დაერეკა. ებრალიძე ჩემს მანქანასთან იმდენად ახლოს იყო მოსული, რომ შესაძლოა მარჯვენა ფეხი უკანა საბურავის ქვეშ მოყოლოდა - ის იმდენად ახლოს იყო, რომ მანქანა მისი შარვლით გაიწმინდა. სადაც ინციდენტი მოხდა, არის სასტუმრო ”პრაიმი”, რომლის ვიდეოთვალი ინციდენტის ადგილს უყურებდა”, - აცხადებს შორენა მირცხულავა.

აქვე მან განმარტა, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ლელა ებრალიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას შტაბის წევრია. მირცხულავას თქმით, ის ორგანიზაცია ”თავისუფალ თაობას” ხელმძღვანელობს, რომლის მეშვეობით არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდა და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი შეხება არ აქვს.

ლელა ებრალიძემ მირცხულავა თავდასხმაში დაადანაშაულა და როგორც ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მირცხულავამ მას ”შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანით გადაუარა“.

”პურის საყიდლად ვიყავი გასული. უკან ვბრუნდებოდი, შევხვდი ძველ ნაცნობს, მანქანით მომიახლოვდა მერის ყოფილი მრჩეველი შორენა მირცხულავა, რომელიც ილანძღებოდა. მე შევეცადე ტელეფონით გადამეღო, ახლოს მივედი ხმა კარგად რომ ყოფილიყო ჩაწერილი. გამომტაცა ტელეფონი, ხელი მკრა და გადამიარა მანქანით უკვე დაცემულს. ახლა საავადმყოფოში ვარ მოტეხილობით და ტვინის შერყევით”, - განაცხადა გუშინ ლელა ებრალიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება