2017 წლის ზამთარში მასწავლებლის საგნის გამოცდები აღარ ჩატარდება და პედაგოგებთან მიმართებაში სიტყვა „გამოცდაც“ აღარ გამოიყენება

2017 წლის ზამთარში მასწავლებლის საგნის გამოცდები აღარ ჩატარდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს პირადად მისი გადაწყვეტილებაა.

ამასთან, სამომავლოდ, ისევ ჩატარდება პედაგოგიური უნარების გამოცდა, თუმცა ბარიერი არც ერთ მათგანს არ ექნება. ამასთან, ამ პროცესს ”გამოცდა” არ ერქმევა და შესაძლოა მას ”კვალიფიკაციის დადასტურება” დაერქვას.

განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის რამდენიმე ძირითადი პარამეტრის შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაცია ახლო მომავალში იგეგმება.

”პედაგოგიური უნარების გამოცდა ბრუნდება, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა. ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება. საგნობრივი გამოცდა ისევ რჩება, როგორც იყო, ოღონდ ბარიერი არც ამ გამოცდას ექნება. სიტყვა ”გამოცდა” არც ერთს არ ერქმევა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ერქმევა ”კვალიფიკაციის დადასტურება”, ”კვალიფიკაციის ამაღლება”, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში. პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უკავშირდება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრი ჯერ ვერ აკონკრეტებს, როდის ჩატარდება პედაგოგიური უნარების გამოცდა, თუმცა ცნობილია, რომ ზამთარში მასწავლებლის საგნის გამოცდა აღარ ჩატარდება და ის სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება.

”ზამთარში საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება. ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა. ყოველი გამოცდა, ბარიერიანი და მისი გაშუქება ჩაჭრილი მასწავლებლების კუთხით, მასწავლებლების პრესტიჟზე კიდევ ერთი დარტყმა იყო. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რაღაც არის. ახალ რეალობაში, რამდენ ქულასაც მიიღებს პედაგოგი, იმ ქულის შესაბამის კრედიტებს დააგროვებს. ჩაჭრა, როგორც მოვლენა დამთავრდა”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით