ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ჯიპიაი ჰოლდინგი ლიდერობს

* ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი 8%-ით გაიზარდა. * სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალი 16 500 000 ლარს შეადგენს.

თბილისი, 21 ნოემბერი: სადაზღვევო ბაზარზე სამი კვარტლის შედეგებით, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ჯიპიაი ჰოლდინგი ლიდერობს. კომპანიას ინდივიდუალური დაზღვევის ბაზრის 47% უკავია.

ინდივიდუალური დაზღვევის მნიშვნელოვან ნაწილს პოლისი „მედიქეარი“ შეადგენს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი. პროდუქტი აუმჯობესებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ დაფარვებს დამატებითი სამედიცინო მომსახურებითა და ანაზღაურების ლიმიტებით. „მედიქეარი“ ფარავს ისეთი მომსახურებებს, რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა - კერძოდ, პოლისით „მედიქეარი“ ფინანსდება მედიკამენტების, მაღალტექნოლოგიური კვლევების, სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯები.

2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ქართული სადაზღვევო ბაზრის 47%-ს ჯანმრთელობის დაზღვევა იკავებს. 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 13%-ით გაიზარდა და 141 154 000 ლარს შეადგენს.

ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი 25 900 000 ლარია, ამ მიმართულებით კომპანიას ბაზრის 18% უკავია. შარშანდელთან შედარებით ჯიპიაის მოზიდული პრემია ჯანმრთელობის დაზღვევაში 8%-ით გაიზარდა. სადაზღვევო კომპაანიის ანაზღაურებული ზარალი კი 16 500 000 ლარს შეადგენს.

წელს ჯიპიაიმ მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა ანაზღაურების მიმართულებით. კომპანიამ პირველად საქართველოში, ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების ონლაინ პლატფორმა წარმოადგინა. აპლიკაციის და დაზღვევის პორტალის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება ონლაინ, 1 სამუშაო დღეში მიიღონ. სერვისით ასობით დაზღვეული სარგებლობს.

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს