ნიკოლოზ გაგუა - სწრაფი და მოკლევადიანი სესხი ძალიან მალე შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით გრძელვადიან სესხად ტრანსფორმირდებოდა

არსებობს მძიმე სტატისტიკა, როდესაც მაღალ საპროცენტო განაკვეთს ემატება კიდევ უფრო მაღალი პირგასამტეხლო - სწრაფი და მოკლევადიანი სესხი ძალიან მალე შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით ტრანსფორმირდებოდა გრძელვადიან სესხად, ამდენად, აუცილებელი იყო ვითარებაზე რეაგირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს ონლაინ სესხის გამცემი კომპანიებისთვის გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთზე ლიმიტის დაწესებასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, გარდა იმისა, რომ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები მომხმარებელთა უფლებებს უხეშად არღვევდნენ, აქამდე არსებული მოდელი ეკონომიკისთვის ეფექტური არ იყო და დამატებით ღირებულებას არ ქმნიდა.

„ამ გადაწყვეტილების მიღებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი მოსახლეობის, როგორც საფინანსო სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ვალის მომსახურება რთულდებოდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, რადგან არასაკმარისი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისთვის საკუთარი ფინანსების მართვა რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა. შედეგად, მოსახლეობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

არსებობს მძიმე სტატისტიკა, როდესაც მაღალ საპროცენტო განაკვეთს ემატება კიდევ უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სწრაფი და მოკლევადიანი სესხი ძალიან მალე შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით ტრანსფორმირდებოდა გრძელვადიან სესხად. ამდენად, აუცილებელი იყო ვითარებაზე რეაგირება.

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება შევისწავლეთ. მსოფლიო პრაქტიკაში სესხებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებია. ძირითად შემთხვევაში, დადგენილია საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი. რიგ ქვეყნებში შეზღუდვა დღიურ, თვიურ ან ერთჯერადი სახით გაცემულ განაკვეთებზე ხდება და ზღუდავს ჯამურად გადასახდელი თანხის ოდენობით.

საპროცენტო განაკვეთები შეზღუდულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, აშშ, ავსტრალია, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა და სხვა. ამდენად მიგვაჩნია, რომ საპროცენტო შემოსავლების, საკომისიოების, ჯარიმების და სხვადასხვა ფინანსური სანქციების ოდენობის ჯამური ოდენობით შეზღუდვა კრედიტორს ერთის მხრივ აძლევს თავისუფლებას, მოახდინოს მსესხებლის სტიმულირება დროულად დააბრუნოს დავალიანება, თუმცა მეორეს მხრივ, დაცული იქნება მომხმარებელთა უფლებებიც, რამდენადაც მათ ზუსტად და არაორაზროვნად ეცოდინება მაქსიმალური თანხა, რაც სანქციების სახით შეიძლება ჰქონდეს გადასახდელი“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

2017 წლის 16 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთზე ლიმიტი დაუწესდათ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში