რომან გოცირიძე - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის ხელმოწერა დასაძრახი არ არის

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის ხელმოწერა გასაკვირი და დასაძრახი არ არის.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პრეზიდენტს ხელი რომ არ მოეწერა, მას ხელს მოაწერდა პარლამენტის თავმჯდომარე და ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდოდა. გოცირიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტზე ხელმოწერით გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ახალი კანონი ძალაში 2017 წლის 31 მარტისთვის უნდა შესულიყო.

ამასთან, როგორც გოცირიძე აცხადებს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაფრით განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე დაიწუნა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე საკანონმდებლო პაკეტის მთავარ პრობლემად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ფარული მოსმენა-მიყურადების განმახორციელებელი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში რჩება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება