ჯემალ ღაღანიძე - გივი ბერიკაშვილის სახელი ყოველთვის იქნება, ვიდრე იარსებებს ქართული თეატრი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითოეულმა ოჯახმა ოჯახის წევრი დაკარგა, - ამის შესახებ მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც ჯემალ ღაღანიძემ აღნიშნა, დიდი მწუხარება დაატყდა მსახიობებს, ქართულ კულტურას და ქართველ ერს.

”მინდა მთელ ერს ვუთხრა სამძიმარი იმის გამო, რომ გივი ბერიკაშვილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ის იყო უდიდესი მსახიობი. იშვიათად თუ ჩვენ გავიხსენებთ ისეთ მსახიობს, რომელიც იყო ასეთი მიწიერი, ნამდვილი, უშუალო სცენაზე და ისეთი ხიბლი ქონოდეს, როგორც გივის ჰქონდა.

სახალხო არტისტები ბევრი ვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გივი განსაკუთრებით სახალხო იყო. ის თითქმის ყველა ოჯახში იყო შესული, ამიტომ მთელი საქართველო გლოვობს და ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თითოეულმა ოჯახმა ოჯახის წევრი დაკარგა. მე განსაკუთრებით განვიცდი, რადგან მე და გივი თანაკურსებელი ვიყავით”, - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.

მისივე თქმით, გივი ბერიკაშვილის სახელი ყოველთვის იქნება და იარსებებს, ვიდრე იარსებებს ქართული თეატრი და ქართულ თეატრს კი სიკვდილი არ უწერია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია