სადაც ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის მაჟორიტარ დეპუტატს, - ამის შესახებ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ხშირად მუსირებს აზრი, ჩადით რაიონებში და იკითხეთ, უნდათ თუ არა მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობას.
”მე გეუბნებით, სადაც ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს, არ ჩამოდიან, არ გვკითხულობენ, ხალხის პრობლემებით არ ინტერესდებიანო.
როცა თქვენ გვეუბნებით, აი ოპოზიციას გინდოდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მოგეცით, კი არ მოგვეცით, ეს ჩვენ მოვიპოვეთ ბრძოლით.
მისასალმებელია, რომ ამაზე წამოხვედით, მაგრამ რას გვეუბნებით? თან პროპორციულზე გადავალთ, მაჟორიტარულს გავაუქმებთ, მაგრამ მთელ გადასანაწილებელ ხმებს ჩვენ ავიღებთო”,- მიმართა ინაშვილმა უმრავლესობის წევრებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"