ანა მარგველაშვილი - ძალიან მეშინია, რომ ჩემს სიძესთან დაკავშირებითაც იგივე არ მოხდეს

ძალიან მეშინია, რომ ჩემს სიძეზეც, მინდიაზეც იგივე არ მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მისი მეგობრის, თორნიკე კაჭარავას დაკავებაზე ისაუბრა.

ანა მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

”თორნიკე კაჭარავამ ნარკოტიკი საიდან ამოიღეს, ეგეც არ იცის. არაფერი არ იცის საერთოდ. არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას არასდროს და ასეთი შემთხვევაც არც ჰქონია არასდროს. ფეხსაცმელი გახადეს, ბამბები ჩაუდეს, რომ დნმ-ს გიღებთო. ცემით არ უცემიათ, ხელი გაარტყეს. ძალიან მეშინია ჩემს სიძეზეც, მინდიაზეც იგივე არ მოხდეს, რომ იგივე სცენარი არ განმეორდეს. “ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს