ბათუმში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან დენდროლოგიურ პარკში გადარგული ხეების ფოტოები მიიტანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ განუცხადა, "ქართული ოცნება" აჭარის რეგიონს არ პატრონობს და ისინი მხოლოდ პრემიებსა და დანამატებზე ფიქრობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რათა ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესი შეჩერდეს და რეგიონში სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ კეთილი ინებოს და რეგიონს მიხედოს. თუ არა აქვს ამის უნარი წავიდეს სახლში. ერთი ადამიანის "ხუშტურებზე" სახელმწიფო არ უნდა მოქმედებდეს. ხელისუფლება მხოლოდ პრემიებსა და დანამატებზე ფიქრობს, ასე არ შეიძლება", - აცხადებს ნოდარ დუმბაძე.