სპორტული კლუბი „განთიადი“ დღეს, 11:30 საათზე ძიუდოში ჭაბუკთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ძიუდოს კლუბი „განთიადი“.
შეჯიბრება 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში დაღუპული ილია ბაბუციძის სახელს ატარებს. ილია ბაბუციძის სახელობის ჭაბუკთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში პირველად გაიმართება და მასში მინაწილეობას მიიღებენ 12-დან 16 წლამდე სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. შეჯიბრი 21 მაისამდე გაგრძელდება.
”ილია ბაბუციძე გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ლეიტენანტი, დაჯილდოვებულია სიკვდილის შემდეგ საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით”, - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"