თბილისის ახალი შემოვლითი 55 კმ-იანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl. წარმომადგენელმა ლაურენტ ფრანციოსმა.

კომპანია ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl. მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალური პროექტს მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 6 049 671.20 ევრო და 6 891 609.46 ლარს შეადგენს. პროექტირების ვადა 2017-2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები, განიტვირთება თბილისის ურბანული ქუჩები, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საგრძნობლად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება; ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის.

აღნიშნული გზები 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში