ლია გიგაური - ეთნიკური საბავშვო ბაღების პედაგოგ-აღმზრდელებისთვის სახელმწიფო და მშობლიური ენის ცოდნის სტანდარტების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყება

ეთნიკური საბავშვო ბაღების პედაგოგ-აღმზრდელებისთვის სახელმწიფო და მშობლიური ენის ცოდნის სტანდარტების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის იმპლემენტაციაზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონით სამინისტროს ორი მთავარი ვალდებულება ჰქონდა რაც დღეის მდგომარეობით შესრულებულია.

"განათლების სამინისტროსთვის განსაზღვრული იყო ორი მნიშვნელოვანი ვალდებულება, სტანდარტების შემუშავება, როგორც პედაგოგ-აღმზრდელის პროფესიული სტანდარტის მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო სტანდარტების მიმართულებით. ორივე ვალდებულება შესრულებულია. დოკუმენტები მზად არის დანერგვისთვის, მაგრამ გადამუშავებისა და ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა მცირე გამოწვევები, კერძოდ, ეთნიკური საბავშვო ბაღებისთვის, პედაგოგ-აღმზრდელის დამატებითი უნარების მოთხოვნა, ეს არის ორი ენის ფლობა, სახელმწიფო და მშობლიური ენის ფლობა. ჩვენ ამ ნაწილში სტანდარტებს გავაძლიერებთ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ მცირე კონტიგენტიან სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღები ვერ დაკომპლექტდება იმ წესით როგორც კანონით არის განსაზღვრული, შემუშავებული იქნას გარკვეული კომპლექტური ჯგუფების სტანდარტები და პრინციპები, რომელზეც ჩვენ მუშაობას დავიწყებთ და ამ მიმართულებით კომისიისგან მივიღეთ თანხმობა", - განაცხადა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყება.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით