ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საგადასახადო დავა კერძო პირის გამარჯვებით დასრულდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საგადასახადო დავა კერძო პირის სასარგებლოდ დასრულდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, შპს ,,ჯ.მ“-ს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად 200 მილიონამდე ლარი დაერიცხა, რაც შპს ,,ჯ.მ“-მ სასამართლოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ შპს ,,ჯ.მ“-ის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის არსებითი დარღვევით.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ ბათილად ცნო მითითებული აქტები და, გადასახადის გადამხდელის უფლებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება