ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები ჰოსპიტალიზებაზე უარს ამბობენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე ჰოსპიტალიზებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულებთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ორჯერ იყო გამოძახებული სასწრაფო დახმარება, რომელთა რეკომენდაციით საჭირო იყო ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჰოსპიტალიზება. თუმცა, ადვოკატის თქმით, ორივე ჯერზე ფირცხალავამ და ცააძემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულებს შიმშილობის გამო წონაში დაახლოებით 15 კილო აქვთ დაკლებლი და იმდენად სუსტად არიან, რომ წყლის მიღებაც უჭირთ.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მსჯავრდებულები საქმის მთავრი მოწმეების, 7 სპეცრაზმელის სასამართლოში დაკითხვის წინა დღეს ერთ საკანში მოთავსებაზე გამოძიების დაწყებას და მათი ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, სპეცრაზმელები ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები არიან და კანონის თანახმად მათი ერთ საკანში მოთავსება დაუშვებელი იყო. ამასთან, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, სასამართლოში დაკითხვამდე ამ ადამიანებს ჩვენებების შეთანხმების საშუალება ჰქონდათ და მათ მიერ მიცემული ჩვენებები ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მთავარი საფუძველი იყო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა