ბიოუსაფრთხოების ოფიცრების მე-7 ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზედამხედველმა სტრუქტურებმა ბიოუსაფრთხოების მე-7 ყოველწლიურ სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრის დროს, მხარეებმა ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს თავიანთ უწყებებში განხორიციელებული აქტივობები და გამოცდილება. სიმპოზიუმთან ერთად, ბიუსაფრთხოების ოფიცრების შეხვედრები პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში ეპიდზედამხედველობისათვის საიმედო გარემოს შექმნა.

აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობის დროს, აუცილებელია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე.

მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში“, - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება