ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა 459 000 ლარს გამოუყოფს

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 459 000 ლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ფინანსურ დახმარებას რვა ოჯახი მიიღებს. თანხები ძირითადად დაზარალებულთა სახლების აღდგენასა და მშენებლობას მოხმარდება. მათივე ინფორმაციით, საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.

„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა“ , - აცხადებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელიც სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.

მინისტრის განმარტებით, ფინანსურ დახმარებას ის ექვსი ოჯახიც მიიღებს, რომელთა სახლები აღდგენას ექვემდებარება. მათაც თანხა სარეზერვო ფონდიდან ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოეყოფათ. ჯამში, რვა ოჯახისათვის 459,000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დაზიანება თხევადი აირის გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით