ილიაუნისა და აბასთუმნის ობსერვატორიის ორგანიზებით კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, 25-29 სექტემბერს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere) გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.

კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ მკვლევარები და ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ორგანიზაციებიდან.

”მზე არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეული. მასზე დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე. მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწასა და საპლანეტთაშორისო სივრცეზე. მზეზე მიმდინარე მოვლენების (ამოფრქვევები, ანთებები, ტორნადოები) შედეგად ამოიფრქვევა მილიარდობით ტონა ნივთიერება. ეს ნივთიერები აღწევს დედამიწამდე და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებს, რომლებიც მოქმედებენ კოსმოსურ თანამგზავრებზე, ტელესაკომუნიკაციო სისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, თანამედროვე ცივილიზებული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული მზეზე მიმდინარე მოვლენებთან. ამიტომ ამ მოვლენების შესწავლასა და წინასწარმეტყველებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცივილიზაციის მომავალი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მზეს რამდენიმე ათეული წელია აკვირდებიან რამდენიმე სამზეო ტელესკოპის საშუალებით. დღესაც ჩვენი მეცნიერები, უცხოელ წამყვან მკვლევრებთან თანამშრომლობით, შეისწავლიან ჩვენს საიდუმლოებით მოცულ უმნიშვნელოვანეს ციურ სხეულს”-აცხადებენ ილიას უნივერსიტეტში.

კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები: Holly Gilbert (NASA-ს მიმართულების დირექტორი, აშშ); Sami Solanki (მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია); Bart De Pontieu (სამეცნიერო თანამგზავრ IRIS-ის ხელმძღვანელი, აშშ); Terry Kucera (NASA-ს მთავარი სპეციალისტი, აშშ)

Manolo Collados (მომავალი 4-მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ესპანეთი); Mausumi Dikpati (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ); Mark Miesch (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ); Francesca Zuccarello (კატანიას უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია); Javier Trujillo Bueno (კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, ესპანეთი)

კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტია: Roberto Bruno (რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, იტალია); Mats Carlsson (ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნორვეგია); Arnold Hanslmeier (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია); Laurent Gizon (მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია); Mihalis Mathioudakis (ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტნეთი); Scott McIntosh (High-Altitude Observatory-ის დირექტორი, აშშ); Kris Murawski (მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთი); Valery Nakariakov (ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტნეთი); Leon Ofman (NASA-ს მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ); Ramón Oliver (ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი); Stefaan Poedts (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბელგია); Teimuraz Zaqarashvili (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, კონფერენციის ორგანიზატორი);

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით