”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

“თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა. ბანკის ინფორმაციით, ”#1 ბარათი” სრულიად უფასოა და გამოიყენება ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია. ასევე, ბარათით შესაძლებელია ერთგული ქულების დაგროვება და დახარჯვა, მშობელი კი თავად წყვეტს დააწესოს თუ არა ბარათზე დღიური ხარჯვის ლიმიტი და რამდენი.

”ისევე, როგორც სკოლის მოსწავლეების ინტერესები, ხასიათი და მისწრაფებები, მათი #1 ბარათიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ”თიბისიმ” შექმნა ოთხი დიზაინი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება და სიახლეები. ყველას შეუძლია საკუთარი თავი მიაკუთვნოს ამ ოთხი კლუბიდან ერთ-ერთს, აიღოს შესაბამისი ბარათი და მიიღოს პირადად მასზე მორგებული შეთავაზებები, დაესწროს საინტერესო ღონისძიებებსა და გაიცნოს ამავე თემით გატაცებული თანატოლები.

ეს არ არის უბრალოდ საბანკო ბარათი, ეს არის ერთგვარი ბილეთი, რომელიც თითოეულ ბავშვს საერთო ინტერესების მქონე უამრავი ახალი მეგობრის გაჩენას და მათთან დაუვიწყარ და საინტერესო სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ მშობელთან ერთად მისვლა ”თიბისი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში და ოთხიდან ერთ-ერთი დიზაინის შერჩევა.

#1 ბარათი სრულიად უფასოა და გამოიყენება ყველგან სადაც გადახდის ტერმინალია. #1 ბარათით შესაძლებელია ერთგული ქულების დაგროვება და დახარჯვა. მშობელი თავად წყვეტს დააწესოს თუ არა ბარათზე დღიური ხარჯვის ლიმიტი და რამდენი”, - აცხადებენ ”თიბისი ბანკში”.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია