„აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია“ ფიფა-ს საკუთარი ნაკრების ორგანიზაციის შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზიას“„აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის“ პრეზიდენტმა ჯუმა კვარაცხელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ConIFA-ს ეგიდით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფიფა-ს წარმომადგენლებს აფხაზეთის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შეფასების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„ჩვენთან ფიფა-ს ოთხი წარმომადგენელი იმყოფებოდა. პრინციპში, ორგანიზაციაში გაწევრიანება ძალიან გრძელი გზაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ისინი აუცილებლად იმსჯელებენ. კოსოვოს ნაკრები მიიღეს ფიფა-ში, ვფიქრობ, ჩვენი საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის ფიფა-ში გაწევრიანებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგება.
კვარაცხელიას თქმით, ფიფა-სთან მოლაპარაკებებს ConIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი ფაღავა მართავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"