ქუთაისში პრემიერა „ედიტ პიაფი“ გაიმართა

ქუთაისში პრემიერა „ედიტ პიაფი“ გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო "ედიტ პიაფი" ახალგაზრდა მწერლის, ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით. დადგმა რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლი ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრების ერთობლივი პროექტია. სპექტაკლში ბათუმელი და ქუთაისელი მსახიობები თამაშობენ. ედიტ პიაფის როლს ბათუმის თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე განასახიერებს.

რეჟისორ გიორგი სიხარულიძის განცხადებით, სპექტაკლი ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზე, მის ბიოგრაფიაზე, ბედსა და ცხოვრებაზე გვიამბობს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს