შალვა ხუციშვილი - დაბურულშუშებიან მანქანებზე ჯარიმები ე.წ. ჭკვიანი კამერების მუშაობის პირველივე დღეს გამოიწერა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მუშაობის პირველივე დღეს ჯარიმები დაბურულშუშებიან მანქანებზეც გამოიწერა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხუციშვილმა აღნიშნა, გარკვეული კატეგორიების სპეციალური მანქანების გარდა, ჯარიმები ყველა ავტომანქანაზე დაიწერება, იმის მიუხედავად, ავტომანქანა სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება თუ კერძო საკუთრებაში.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დღეს ჩვენ მათ შორის დაბურულშუშებიანი მანქანებიც დავაჯარიმეთ. აქ პროგრამა მუშაობს და ჩვენი მიზანია ყველამ დაიცვას კანონი. ვაჯარიმებთ ყველას, იმის განურჩევლად, სახელმწიფო საკუთრებაშია ეს მანქანა თუ - მოქალაქის. არის გარკვეული მანქანების კატეგორიები - სასწრაფო დახმარება, სახანძრო, სპეცრაზმი და ა.შ. რომლებსაც არ დავაჯარიმებთ, მაგრამ თუ რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოვიდა სამსახურიდან ან შესვენებაზე გავიდა და დაარღვია მოძრაობის წესები, მასზე ეს რეჟიმი არ გავრცელდება და მოხდება მისი დაჯარიმება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დაბურულშუშებიანი მანქანებიც დავაჯარიმეთ - შს მინისტრის მოადგილის პასუხი "შერჩევით" ჯარიმებთან დაკავშირებულ კითხვაზე

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება