ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და დეველოპერულ კომპანია ” m² უძრავი ქონებას” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ძველი სკამები ახლით შეიცვალა და დაიგო ფილები.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს მე-5 ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და “m² უძრავი ქონების” წარმომადგენელი დავით გორგილაძე გაეცნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"