ლაშა იორდანიშვილი - იმედი მაქვს, ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს სრულფასოვნად შეითავსებს

დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ეს იქნება ორი სამინისტროს შერწყმა და ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციების დაკნინება არ მოხდება. ამის შესახებ, „დარიალ ჰესის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა ლაშა იორდანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ მოხდეს სამინისტროების ოპტიმიზაცია და საბიუჯეტო თანხების დაზოგვა.

„ვფიქრობ, შერწყმა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მოხდეს სამინისტროების ოპტიმიზაცია და დაიზოგოს საბიუჯეტო თანხები. ენერგეტიკული მიმართულებით მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა ფაქტობრივად ყოველდღიურია, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან კარგად ახორციელებდა. დიდი იმედი მაქვს, ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს სრულფასოვნად შეითავსებს და ჰიდროელექტროსადგურების ინვესტორებს, მშენებლებს თუ დარგში მოღვაწე სხვა ერთეულებს დისკომფორტი არ შეექმნებათ. ენერგეტიკის სამინისტრო უძლიერესი სტრუქტურა იყო თავისი კომპანიებით, როგორიც იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლებიც ასევე დიდ როლს თამაშობდნენ ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებაში და იმედი მაქვს ეს ფუნქციები არ შეიზღუდება“, - აღნიშნა იორდანიშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში